logo
ENG



პოლონეთის საგარეო: "არჩევნები" რუსეთში არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად და სამართლიანად

18 მარ 202413:02
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/18/jkoswg5d4huxuwh.jpg

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "არჩევნები" რუსეთში არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად და სამართლიანად.

"საპრეზიდენტო "არჩევნები" რუსეთში არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად, ვინაიდან კენჭისყრა ჩატარდა მკაცრი რეპრესიების პირობებში, რამაც შეუძლებელი გახადა თავისუფალი, დემოკრატიული არჩევანი.

"არჩევნები" უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო და დღეს, 17 მარტს დასრულდა. რუსეთის ცესკო-ს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი იყო გასნილი. პირველი ოფიციალური შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა ხმების 87.97% მიიღო. 


close დახურვა